Cven Sesaxeb

ქართული ექსკლუზიური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „გრემი“ დაფუძნდა 2016 წელს საქართველოში. კომპანია „გრემის“ თითოეული პროდუქტი მზადდება ექსკლუზიურად უძველესი ქართული ტრადიციების შესაბამისად დღემდე შემონახული რეცეპტების მიხედვით.  „გრემის“ მარკის ქვეშ დამზადებული   პროდუქცია არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. კომპანიის მთავარი მიზანი ქართული ტრადიციული პროდუქტის საექსპორტოდ მომზადება,  ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა და მისი პოპულარიზაციაა.კომპანიის დამფუძნებლები ორიენტირებულნი არიან  პროდუქციის მაღალ ხარისხსა და ტრადიციული მეთოდით დამზადებაზე. ხარისხთან ერთად კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს პროდუქციის სახეს.  თითოეული ნაწარმი  მომხმარებელს ორიგინალურ სტილში შეფუთული მიეწოდება.

TeTri samyura

თეთრი სამყურას თაფლი მსოფლიოში იშვიათი სახეობის დელიკატური ნაწარმია.  კომპანია „გრემი“ გთავაზობთ  თეთრი სამყურას ნექტრისგან ნაგროვებ უგემრიელეს თაფლს. უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მისაღებად კომპანიას საკუთარი მეურნეობა განლაგებული აქვს ჯავახეთის რეგიონში, ვარძიის უძველესი ისტორიული კომპლექსის მაღლა, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზემოთ.

mindvris Tafli

გურიის ტყის თაფლი მუქი შეფერილობის უგემრიელესი საკვები პროდუქტია. ამ სახეობის თაფლს კომპანია „გრემი“გურიის რეგიონში მოიპოვებს. მდიდარია რკინით, სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გურიაში სუბალპური და აპლპური მდელოებია, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ჯიშის მცენარეებისგან. სწორედ ამ მდელოებზე განლაგებული სკებიდად მოიპოვებს კომპანია „გრემი“ ნატურალურ, მაღალი ხარისხისა და უხვი შემცველობის გურიის ტყის თაფლს.

suros Tafli

სუროს თაფლი ერთ-ერთი იშვიათი სახეობის ნაწარმია.  სუროს მცენარე შემოდგომის სეზონზე ყვავილობს, რის გამოც თაფლი სექტემბერ-ოქტომბერში მოიპოვება. ახასიათებს განუმეორებელი გემო,  სისქით წააგავს კრემს ან კარაქს, არის მსუბუქი და ჰაეროვანი. სუროს თაფლი ხსნის ემორიურ სტრესს, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს განწყობას. 

 

 

TanamSromloba

კომპანია „გრემი“ სათანამშრომლოდ მზადაა ყველა ქვეყნის კომპანიებთან, კერძო პირებთან და ბიზნესსექტორთან. ყველასთან, ვინც კი დაინტერესებას გამოთქვამს ჩვენი პროდუქციის შეძენაში, მზად ვართ ურთიერთმომგებიანი პარტნიორული ურთიერთობებისათვის. 

blogi

partniorebi



gaqvT SekiTxva ?

info@gremicompany.ge